თამაშგარე

16:12 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონელა მესის დიდებულ თამაშზე საუბრობს

მიუხედავად წლების მატებისა, ლეგენდარული არგენტინელი ლეო მესი ისევ სასწაულ ფორმაშია და არგენტინის ეროვნულ ნაკრებსა თუ ამერიკულ კლუბში გოლი-გოლზე გააქვს და მტერ-მოყვარეს მუდმივად აძლევს სალაპარაკოს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ლეოს ცოლი და სამი შვილის დედა, ანტონელა როკუცოა.

ანტონელა არგენტინულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მას აკვირვებს იმ ხალხის გაოცება, რომლებიც აწკვე ვეტერანი ლაიონელის შესანიშნავი გარჯით დაშოკილები არიან, რადგან ლეოს არც ვარჯიშებისთვის მოუკლია და არც მონდომება განელებია. ხოლო როდესაც თავს არ ზოგავ, შედეგი აუცილებლად დგება

„ვერ გავიხსენებ თუნდაც ერთ დღეს, როდესაც ლეომ ვარჯიშზე უარი თქვა და რაიმე არ გააკეთა რაც ფეხბურთი კუთხით დაგეგმილი ჰქონდა. პირიქით - რაც წლები ემატება, უფრო მეტად ინდომებს და ამიტომაც არ მიკვირს, რომ უკვე 38 წლისაა და ისევე კარგად თამაშობს, როგორც მაშინ, როდესაც გავიცანი. ლეოსთვის ფეხბურთი ცხოვრებაა და ეს საქმე ამქვენად ყველაზე უკეთ გამოსდის“ - ამბობს ანტონელა როკუცო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096808