ფეხბურთი

17:25 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტინგემს" სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს

„ნოტინგემ ფორესტის“ მთავარ მწვრთნელად შონ დაიჩი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

დაიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან ენჯ პოსტეკოღლუ შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ „ნოტინგემს“ მიმდინარე სეზონში უკვე მესამე მწვრთნელი ჰყავს - სეზონი ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ დაიწყო.

„ნოტინგემ ფორესტი“ ინგლისის პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 5 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა.

შონ დაიჩს აქამდე „უოტფორდში“, „ბარნლისა“ და „ევერტონში“ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092989