ფეხბურთი

18:19 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" სტადიონზე ცხელი წყლის არქონის გამო "არსენალს" უეფაში უჩივლა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ უეფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

საქმე ისაა, რომ „ემირეითს სთედიუმზე“ მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ ესპანური კლუბის ფეხბურთელებმა შხაპის მიღება ვერ მოახერხეს, რადგან სტადიონზე ცხელი წყალი არ იყო. ამიტომაც, ფეხბურთელებმა შხაპი სასტუმროში დაბრუნებუს შემდეგ მიიღეს.

საინტერესოა ისიც, რომ ლონდონში ძლიერი წვიმის გამო ესპანურმა გუნდმა ვარჯიში 45 წუთით ადრე შეწყვიტა.

„ემირეითს სთედიუმზე“ მსგავსი პრობლემა მხოლოდ სტუმართა გასახდელს არ ჰქონდა - ზოგადად, სტადიონზე არ იყო ცხელი წყალი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093413