ფეხბურთი

19:08 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის წარმომადგენლები ევროტურნირების მატჩებზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მიმდინარე კვირაში ევროტურნირების ლიგის ფაზის მატჩებზე იმუშავებენ.

22 ოქტომბერს, სფფ-ის ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაქარ ჟორდანია, ლისაბონის სპორტინგსა და მარსელის ოლიმპიკს შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის დელეგატი იქნება.

23 ოქტომბერს, სფფ-ის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ნაკაიძე ქალაქ კრაკოვში შახტარსა და ლეგიას შორის კონფერენს ლიგის მატჩზე იმუშავებს უეფას დელეგატის სტატუსით. ამავე დღეს, კონფერენს ლიგაზე სამსუნსპორის და კიევის დინამოს მატჩის დელეგატი იქნება ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებების და ფუტსალის ეროვნული ნაკრების მენეჯერი, დავით დათუნაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09711