ფეხბურთი

19:59 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ძაკარდო: "ნაპოლის" კვარაცხელია და კაისედო ვურჩიე, მათ ქართველი ამჯობინეს"

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან ძაკარდომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა ის თავის დროზე და როგორ დაიწყო მასთან თანამშრომლობა.

„2020 წელს ვისკაუტს ვიყენებდი. ხვიჩა ევროპაში ყველაზე მეტი დრიბლინგის მცდელობის მქონე ფეხბურთელი იყო, მესისა და ნეიმარზე წინ. 2021 წლის თებერვალში მის გარემოცვას მოსკოვში შევხვდი. ედოარდო დე ლაურენტისმა მთხოვა „ნაპოლისთვის“ ორი ფეხბურთელი მერჩია, რომლებსაც ცვლილებების მოხდენა შეეძლოთ. მე მოიზეს კაისედო და კვარაცხელია ვახსენე. მათ ქართველის აყვანა არჩიეს, ვიტყოდი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, - აღნიშნა ძაკარდომ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ძაკარდო „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შუამავალი იყო. ის სხვა ქართველ ფეხბურთელებთანაც თანამშრომლობს, რომელთა აგენტი მამუკა ჯუღელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093686