ფეხბურთი

20:53 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "გაგრა" დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გორის „დილამ“ „გაგრა“ დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში „დილას“ უპირატესობა ძალიან დიდი იყო. დუბლი შეასრულა დეო ბასინგამ, ხოლო შემდეგ აბდალა ხლაიხალიმაც ორჯერ დაამწუხრა მეტოქე. ერთი გოლი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა და გორელებმა 5:0 მოიგეს.

„დილა“ 62 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში კონკურენტ „იბერიას“ ესტუმრება, ხოლო „გაგრა“ 33 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს კი „დინამო ბათუმთან“ ჩაატარებს.

„დილა“ – „გაგრა“ 5:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბასინგა (49), 2:0 ბასინგა (70), 3:0 ხლაიხალი (76), 4:0 ანდრონიკაშვილი (86), 5:0 ხლაიხალი (89)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092246