ფეხბურთი

23:06 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფერმინის ჰეთ-თრიქი და რაშფორდის დუბლი

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ 6:1 გაანადგურა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ბარსამ“ პირველივე ტაიმში ორი ბურთით შეძლო წინ გასვლა, ორივე გოლი ფერმინ ლოპესის აქტივშია. მეორე ნახევრის სტარტზე აიუბ ელ კააბიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ სულ მალე „ოლიმპიაკოსს“ ფეხბურთელი გაუძევეს და 10-კაციან მეტოქესთან ესპანელებს ყველაფერი გაუმარტივდათ.

სულ მალე ლამინ იამალმა გაიტანა, მერე რაშოფრდმა, შემდეგ ფერმინმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ბოლოს წერტილი რაშფორდმა დასვა, რომელმაც დუბლი მიითვალა. „ბარსელონას“ სამ ტურში 6 ქულა აქვს, „ოლიმპიაკოსს“ – 1. მომდევნო ტურში ესპანური გრანდი „ბრიუგეს“ ეთამაშება, ხოლო ბერძნები პსვ ეინდჰოვენს ეთამაშებიან.

ალმატის „კაირატისა“ და „პაფოსის“ მატჩი უგოლოდ დასრულდა. კვიპროსელები მეოთხე წუთიდან 10 კაცით იყვნენ მოედანზე, მაგრამ ყაზახურმა კლუბმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა მოიპოვა. გიორგი ზარიამ ამ შეხვედრაში ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

„კაირატი“, რომელსაც 1 ქულა აქვს, „ინტერს“ ესტუმრება, ხოლო „პაფოსის“ მონაგარი 2 ქულაა და „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

„ბარსელონა“ – „ოლიმპიაკოსი“ 6:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლოპესი (7), 2:0 ლოპესი (39), 2:1 ელ კააბი (54, პენ), 3:1 იამალი (68, პენ), 4:1 რაშფორდი (74), 5:1 ლოპესი (76), 6:1 რაშფორდი (79)

„კაირატი“ – „პაფოსი“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164105