სერბეთში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
77 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი თემურ ორჯონიკიძემ მოიპოვა, რომელიც ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მარცხი განიცადა და მეორე ადგილს დასჯერდა.
87 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა აჩიკო ბოლქვაძე, რომელმაც პოლონელ იასინ ბენ ლაბედის 5:1 სძლია და კვარცხლბეკზე გავიდა.
გარდა ამისა, 67 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია ანრი ხოზრევანიძე, რომელმაც ნახევარფინალში ემირატების წარმომადგენელ ჰიებ მაკარნკას აჯობა და 22 ოქტომბერს, ფინალში იჭიდავებს.







