ფეხბურთი

1:05 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.

ესპანურმა კლუბმა პეპ გვარდიოლას გუნდს კონკურენცია ვერ გაუწია, პირველივე ტაიმში ერლინგ ჰოლანდმა და ბერნარდო სილვამ ორჯერ გაიტანეს, მატჩის ბედიც გადაწყდა, მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა.

გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთამდე ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ვილიარეალის“ მაისურით ჩატარებულ 8 მატჩი 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში ერთადერთი ქულა აქვს და მომდევნო ტურში კვიპროსულ „პაფოსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098335