ფეხბურთი

1:22 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" "ატლეტიკო" გაანადგურა, პსვ-მ - "ნაპოლი"

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ლონდონის „არსენალმა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა.

ლონდონში პირველინ ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში მიკელ არტეტას გუნდმა მეტოქე დაარბია და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. „არსენალს“ 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „სლავიას“ ესტუმრება, ხოლო „ატლეტიკოს“ აქტივში 3 ქულაა და „უნიონს“ უმასპინძლებს.

უდანაკარგოა „ინტერიც“, რომელამც სტუმრად „უნიონი“ 4:0 გააანადგურა. კრისტიან კივუს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ მარტივი კალენდარი ჰქონდა და მოდმევნო ტურშიც ადვილი მეტოქე ჰყავს - შინ „კაირატი“. „უნიონის“ მონაგარი 3 ქულაა.

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ სტუმრად პსვ ეინდჰოვენთან 2:6 განადგურა. არადა, სკოტ მაკტომინეის გოლით ანტონიო კონტეს გუნდი დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ვერაფერი გააწყო და სამარცხვინოდ წააგო. „ნაპოლის“ მხოლოდ სამი ქულა აქვს და „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო პსვ-მ პირველად მოიგო, 4 ქულა დააგროვა და „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.

„ნიუკასლმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, შინ ჟოზე მოურინიოს „ბენფიკა“ 3:0 დაამარცხა ენტონი გორდონისა და ჰარვი ბარნსის გოლებით. „ჯორდებს“ 6 ქულა აქვთ და „ბილბაოს“ უნდა უმასპინძლონ, ხოლო „ბენფიკა“ უქულოდაა და „ლევერკუზენს“ უმასპინძლებს.

„დორტმუნდმა“ გასვლაზე „კოპენჰაგენს“ ადვილად 4:2 მოუგო. „დორტმუნდმა“ 7 ქულა დააგროვა და მომდევნო მეტოქედ „მანჩესტერ სიტი“ ჰყავს. დანიურ კლუბს ერთი ქულა აქვს და „ტოტენჰემს“ უნდა ესტუმროს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.075561