„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ლევერკუზენთან“ გოლის, საგოლე პასისა და გამარჯვების (7:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ისინი საკუთარ თავზე არიან ორიენტირებული და არა მეტოქეებზე:
„ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნებამდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ვიცით, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, სწრაფად გავიტანეთ და ყველა ასპექტში უკეთესები ვიყავით. ვფიქრობ, ყველა თამაში მესიჯია ყველა მეტოქისთვის, მაგრამ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული და არა სხვა გუნდებზე. მოედანზე მოსაგებად გავდივართ. ვიცით, რომ ბევრი მუშაობა გვჭირდება, რადგან ძალიან რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. დიახ, კარგი გოლი იყო, თუმცა ცოტა შემეშინდა, მეგონა, რომ ავაცილე, მაგრამ მადლობა ღმერთს, გავიდა“, - თქვა ხვიჩამ Canal Plus-თან მოკლე ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ყველა შედეგიანი მოქმედება მას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს.
„პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში 4 ნოემბერს, მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.









