ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ შესანიშნავად ითამაშა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, მისმა გუნდმა 7:2 მოიგო.
ფრანგულ მედიაში კვარას თამაშს პოზიტიური შეფასებები და გამოხმაურება მოჰყვა:
Eurosport 6.5 ქულა: „ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძალიან შორი მანძილიდან დარტყმით დაიწყო. შემდეგ დუეს საგოლე პასი გაუკეთა და პარიზელთა მესამე გოლი გაიტანა ინსტიქტური დარტყმით, რომელიც კარში ორივე ძელზე მოხვედრის შედეგად გავიდა“.
Onze Mondial 7.5 ქულა: „გოლის და საგოლე პასის ავტორი, ქართველმა ფეხბურთელმაც გაანათა პსჟ-ს შეტევა. მისმა ტექნიკამ და გოლის გატანის უნარმა მესამე გოლზე საოცრება მოახდინა. ის ყოველთვის სახიფათო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კარიდან ზურგით თამაშობდა, რადგან ნახევარდაცვასა და შეტევას შორის დამაკავშირებელ რგოლს ქმნიდა“.
Footmercato 6.5 ქულა: „მატჩის დასაწყისში, როდესაც მარჯვენა ფლანგზე იყო, ნაკლებად ჩანდა და განსხვავების შექმნა უჭირდა. უკეთესი იყო, როცა მარცხენა ფლანგზე გადავიდა. სწორედ ამ პოზიციიდან გაიტანა გოლი“.
Paris fans 6.5 ქულა: „ის ყოველთვის სწორ არჩევანს არ აკეთებს, მაგრამ ყოველთვის მეტოქისთვის ზიანის მისაყენებლად თამაშობს“.
Maxi foot 8 ქულა: „რამდენიმე სუსტი მატჩის შემდეგ ქართველმა გარემარბმა ხელახლა დაიბრუნა თავისი ბრწყინვალება. მან დუეს საგოლე პასი გაუკეთა, სანამ ორივე ძელის დახმარებით გოლს გაიტანდა. მისმა ტექნიკურმა თამაშმა ფაქტობრივად გერმანული დაცვა გაანადგურა“.
90 min 7 ქულა: „პირველი ტაიმის ბოლოს ქართველმა ფეხბურთელმა თამაში პსჟ-ს სასარგებლოდ შეცვალა. ჯერ დუეს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი, ფლეკენს გაუტანა, როდესაც ბურთი ორივე ძელს მოხვდა. შესვენებამდე პარიზელთა სწრაფ გარდატეხაში დიდი წვლილი შეიტანა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ყველა შედეგიანი მოქმედება მას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს.
„პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში 4 ნოემბერს, მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.