ფეხბურთი

9:50 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მოვიგოთ? ეს ჩემპიონთა ლიგაა"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ტოტენჰემთან თამაშის წაგება არ დაგვიმსახურია. დღეს კი „სიტიმ“ სამართლიანად გაიმარჯვა. თავიდანვე შექმნილმა შანსებმა დისკომფორტი შეგვიქმნა. უფრო მეტი რეაქციით უნდა გვემოქმედა.

ლა ლიგაში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ორი გასვლითი თამაში წავაგეთ „რეალსა“ და „ატლეტიკოსთან“. ჩემპიონთა ლიგაზე სამი ძალიან დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ასეთ დროს რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მოვიგოთ? ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ კონკურენცია დიდია. მხოლოდ დღევანდელი შედეგების ნახვაა საჭირო, რომ დავაფასოთ, რა არის ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოში საუკეთესო შეჯიბრი მსოფლიოს საუკეთესო გუნდებით. პრემიერლიგის ორ გუნდთან და იტალიის ყველაზე წარმატებულ გუნდთან ვითამაშეთ. „პაფოსის“ წინააღმდეგ, ვფიქრობ, ფავორიტები ვართ. ახლა ეს თამაში უნდა გავაანალიზოთ და ყურადღება „ვალენსიასთან“ მატჩზე გავამახვილოთ, რაც ძალიან რთულია. ჯერჯერობით ლიგაში ძალიან კონკურენტუნარიანები ვართ და თავმდაბლობით, შრომითა და ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ. სახლში სევდიანები, მაგრამ ამაყები ვბრუნდებით, მაგრამ თუ ასეთ ბევრ თამაშს ვითამაშებთ, გავუმჯობესდებით“, - თქვა მარსელინომ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“, რომელსაც ერთი ქულა აქვს, მომდევნო ტურში „პაფოსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172402