ფეხბურთი

10:57 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "4 წაგება ჩემთვის მტკივნეულია, იმედია, ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ, აქ ეგოიზმის ადგილი არაა"

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად პსვ ეინდჰოვენთან 2:6 განადგურდა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ძალიან გაბრაზებული იყო, განსაკუთრებით, როგორც ჩანს, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გასულ ზაფხულს დაიმატეს:

„იმედგაცრუებაა. ასეთი რამ შემთხვევით არასდროს ხდება. ბევრი სამუშაო გვაქვს. გასულ სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი არ გვყავდა, სკუდერო მოვიგეთ, რადგან ყველამ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს გადააჭარბა. 9 ახალი ფეხბურთელის დამატება ძალიან ბევრია, მაგრამ იძულებული ვიყავით.

გასახდელში გარკვეული რაღაცების დანახვისას ვამბობ, რომ რთული სეზონი იქნება. იძულებული გავხდით ბაზარზე ბევრი ფეხბურთელი დაგვემატებინა, რადგან ღრმა შემადგენლობა არ გვყავდა, ახალი მოთამაშეების ინტეგრირებას დრო და მოთმინება სჭირდება. ყველამ უნდა გამოხატოს საკუთარი თავი, პირველ რიგში - მე.

თუ იმარჯვებ, ყველაფერი კარგადაა. თუ აგებ, ყველაფერი ცუდია. ყველა აქებდა დე ბრუინით ოთხი ნახევარმცველით თამაშის არჩევანს. კარგი მწვრთნელი ის არის, ვინც მოედანზე თავის საუკეთესო მოთამაშეებს აყენებს და პოულობს შესაბამის ქიმიას. ფლანგზე ორი შემტევით თამაშის დროს ბალანსი არ გვაქვს.

ამ სეზონში უკვე 4 წაგება ჩემთვის მტკივნეულია. იმედი მაქვს, ყველა ფეხბურთელი ჩემსავით ფიქრობს. ახალი ფეხბურთელები სიტუაციას თავმდაბლობით უნდა მოერგონ, უნდა დავუბრუნდეთ გასულ სეზონს, როდესაც მნიშვნელოვანი მხოლოდ „ნაპოლის“ ინტერესები იყო, საჭირო არაა ინდივიდუალური ეგოიზმი“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში ორი მარცხი განიცადა და სერია A-ს 7 მატჩიდანაც ორი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101431