კალათბურთი

10:30 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ოკლაჰომამ" მძიმე ბრძოლაში მოიგო, "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "ლეიკერსს" აჯობა

NBA-ს 2025-2026 წლების ახალი სეზონის ორი მატჩი გაიმართა,მოქმედმა გამარჯვებულმა "ოკლაჰომა სითი თანდერმა" საკუთარ მოედანზე "ჰიუსტონ როკეტსის" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 125:124 იმარჯვა. მეორე მატჩში ""ლოს ანჯელესს ლეიკერსმა" საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტი" მიიღო და 109:119 დამარცხდა.

"ოკლაჰომამ" შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი ორ პერიოდში დამარცხდა კიდეც, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თამაში შედარებით გამოასწორეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც საბოლოო ჯამში ერთი ქულით 21:20 იმარჯვეს და ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყეს. მატჩში საუკეთესო კალათბურთელი "ჰიუსტონის" თურქი ლეგიონერი ალპერენ სენგუნი გახდა, რომლის ანგარიშზეც 39 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა. "ოკლაჰომას" მხრიდან 35 ქულით ყველაზე შედეგიანი კანადელი შაი გილგეუს-ალექსანდერი იყო.



"ლეიკერსისა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩი ძირითადად თანაბარი გამოდგა, თუმცა სტუმრებმა მესამე მეოთხედი 10 ქულიანი სხვაობით 35:25 მოიგეს, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია და საბოლოო ჯამში სწორედ 10 ქულიანი სხვაობით 119:109 გაიმარჯვეს. მატჩი საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახდა 43 ქულით, ხოლო "გოლდენ სტეიტის" მხრიდან ყველაზე მეტი 31 ქულა ჯიმი ბატლერმა ჩააგდო.



შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძის "ორლანდო" თავის შეხვედრას 23 ოქტომბერს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "ატლანტა ჰოუქსის" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097587