გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას ჰარი კეინის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი აზრით ამ ეტაპზე ინგლისელი თავდამსხმელი ყველაზე მაღლა დგას.
"ამ ეტაპზე ჰარი კეინზე უკეთეს თავდამსხმელს ვერსად ვერ ვხედავ. ის ძალიან უნივერსალია და გოლების გატანის გარდა კიდევ სხვა თვისებები აქვს. კეინის მოქმედებები მოედანზე საოცარია, მას შეუძლია გამთამაშებლად თამაში, გრძელი პასი და საჯარიმოში მცველების დახმარება. გავიხსენოთ "დორტმუნდთან" მატჩი, მან 88-ე წუთზე საჯარიმოსთან ვარდნა გააკეთა და თავის გუნდს დაეხმარა. არ მახსენდება მსგავსი რამ კილიან მბაპეს ან ერლიგ ჰოლანდს გაეკეთებინოს, ან თუნდაც 50 მეტრიანი გრძელი პასებით მოემარაგებინოთ თანაგუნდელები." - განაცხადა მატეუსმა.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 16 მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 22 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაა.






