ფეხბურთი

15:00 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიკმა მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

"რეალის" 19 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ენდრიკმა მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილი ესპანური გამოცემები წერენ ფეხბურთელი თანახმაა კლუბი ზამთარში იჯარის წესით დატოვოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ცნობილი ინსაიდერი ბაბრიციო რომანოც, რომლის ცნობითაც ფეხბურთელმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება და ის აღარ შეიცვლება. ენდრიკის დამატებით ყველაზე მეტად "მარსელია" დაინტერესებული და დიდი ალბათობით იანვარში მის გადაბირებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ენდრიკი "რეალის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს და მას მიმდინარე სეზონში არცერთი წუთი არ აქვს ნათამაშები. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელს კლუბის დატოვება სურს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166327