ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი "ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის, რომელიც მაიამიში უნდა ჩატარებულიყო აღარ გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მატჩის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული, რადგან ესპანეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობა წარმოიქმნა.
"LALIGA აცხადებს, რომ მაიამიში LALIGA-ს ოფიციალური მატჩის ორგანიზატორთან საუბრის შემდეგ, მიღებულია გადაწყვეტილება ღონისძიების ორგანიზების გაუქმების შესახებ ესპანეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოქმნილი გაურკვევლობის გამო. LALIGA ღრმად წუხს, რომ ეს პროექტი, რომელიც წარმოადგენდა ისტორიულ და უპრეცედენტო შესაძლებლობას ესპანური ფეხბურთის საერთაშორისო გაფართოებისთვის, ვერ განხორციელდება. ოფიციალური მატჩის ჩვენი საზღვრების გარეთ ჩატარება გადამწყვეტი ნაბიჯი იქნებოდა შეჯიბრის გლობალური ზრდისთვის, კლუბების საერთაშორისო ყოფნის გაძლიერებისთვის, მოთამაშეების პოზიციონირებისა და ესპანური ფეხბურთის ხილვადობის გასაძლიერებლად ისეთ სტრატეგიულ ბაზარზე, როგორიცაა შეერთებული შტატები." - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახხსენებთ, რომ ლა ლიგის ამ გადაწყვეტილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, როგორც ფეხბურთელებში, ისე კლუბებში და მათ ამ პროექტში მონაწილეობა არ სურდათ. "ბარსელონასა" და "ვილიარეალის" მატჩი 2026 წლის 3 იანვარს გაიმართება.