UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილთან გამართული ორთაბრძოლა კიდევ ერთხელ გაიხსენა. მისი თქმით, ბრძოლის დასრულების შემდეგ მერაბზე მეტად დაღლილი არ ყოფილა.
"ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილთან გამართული ბრძოლის შემდეგ მასზე მეტად დაღლილი სულაც არ ვყოფილვარ. მე ბრძოლის დროს ხელი მოვიტეხე და როდესაც ასეთი ტკივილით გიწევს ბრძოლა, ორგანიზმი უსაზღვრო ადრენალინს გამოყოფს, რომ ტკივილი რამენაირად გადაფარო. მერაბი კარგი მებრძოლია და ამის არ აღიარება შეუძლებელია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი დამარცხება შემიძლია და შემდეგი ორთაბრძოლა სულ სხვანაირად დასრულდება." - განაცხადა უმარმა.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვმა ბოლო ბრძოლა სწორედ მერაბთან გამართა და მას შემდეგ პირველ ბრძოლას 25 ოქტომბერს UFC321-ზე გამართავს. მისი მოწინააღმდეგე მარიო ბაუტისტა იქნება.