ფეხბურთი

14:20 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი გორდონი "ნიუკასლის" ისტორიაში შევიდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში "ნიუკასლ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ბენფიკას" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში "კაჭკაჭების" 24 წლის ინგლისელმა შემტევმა ენტონი გორდონმა გახსნა და კლუბის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. "ბენფიკას" კარში მეორე გოლი 70-ე წუთზე გავიდა, თავი ჰარვი ბარნსმა გამოიჩინა, რომელმაც მალევე მეორედაც შეძლო გატანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.

გორდონმა "ბენფიკას" გარდა, "როიალ იუნიონს" და "ბარსელონასაც" გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლს" სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მე-7 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158893