29 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ივან ტოუნი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სამშობლოში დაბრუნდეს.აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.
ტოუნი ამჟამად საუდის არაბეთის ლიგაში თამაშობს და "ალ-აჰლის" ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაშიც საკმაოდ კარგად გამოიყურება და არაერთი გუნდის ინტერესთა სფეროში მოექცა. ინგლისელს 2024 წლის ზაფხულის შემდეგ "ალ-აჰლის" შემადგენლობაში 55 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 39 გატანილი გოლია.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, პრემიერლიგაში დაბრუნება თავად ფეხბურთელსაც სურს და მის შეძენას იანვარში "ვესტ ჰემი", "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" ეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ ივან ტოუნის პრემიერლიგაში გამოცდილება უკვე აქვს, როდესაც ის "ბრენტფორდის" ღირსებას იცავდა. მას ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული და თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.






