ფეხბურთი

18:00 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" ვებგვერდი: დაჩი ლორთქიფანიძე ამ თარიღს ვერასდროს დაივიწყებს

„კრემონეზეს“ ვებგვერდი სერია A-ში დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტს გამოეხმაურა.

იტალიური კლუბის საიტი წერს, რომ დაჩი ვერასდროს დაივიწყებს თარიღს, როდესაც მისი დებიუტი შედგა:

„2025 წლის 20 ოქტომბერი დაუვიწყარ დღედ დარჩება დაჩი ლორთქიფანიძისთვის, რომელიც „კრემონეზეს“ აკადემიაში გაიზარდა და რომელსაც პროფესიონალურ დონეზე „კრემონეზეში“ დებიუტი ჰქონდა „უდინეზესთან“ ბოლო ნახევარი საათის თამაშით. მან სწორი კონცენტრაციით ითამაშა და ხასიათი გამოავლინა.

20 წლის ფეხბურთელმა „კრემონეზეს“ აკადემიაში თამაში 2019 წელს დაიწყო, თავდაპირველად 15-წლამდე გუნდში, შემდეგ 17-წლამდელებში და ბოლოს პრიმავერაში აღმოჩნდა, რომლის კაპიტანიც იყო.

გასულ ზაფხულს ის დავიდე ნიკოლამ მთავარ გუნდში დააწინაურა და საბოლოოდ მიაღწია მიზანს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. „ჩემი ოცნება პირველ გუნდში მოხვედრა და სტადიონ „ძინიზე“ დებიუტია“, - თქვა დაჩიმ 2023 წლის 5 ოქტომბერს ინტერვიუში. ახლა, როდესაც მისი ოცნება ასრულდა, მხოლოდ სხვა მიზნებისკენ სწრაფვა რჩება“, - წერს „კრემონეზეს“ ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს. ის აქამდე განაცხადში მუდმივად ხვდებოდა, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა პირველად მიეცა.

„კრემონეზეს“ შვიდ ტურში 10 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, „ატალანტასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096832