ფეხბურთი

18:50 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ლარნაკას "აეკი" დაამარცხა

„დინამო თბილისმა“ უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ლარნაკას „აეკი“ დაამარცხა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, რომელიც „დინამოს“ 19-წლამდე გუნდმა უხვგოლიან ბრძოლაში, 4:3 მოიგო. დინამოელთა შორის გოლები დანელიამ, ჭოლოკავამ, დოლტმურზიევმა და ოდიკაძემ გაიტანეს.

ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა თბილისში 5 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092712