ძიუდო

19:30 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მასტერსის მედალოსნები

ძიუდოში საქართველოს მასტერსის ტურნირი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები შვიდივე წონაში გამოვილნდნენ.

60 კგ წონაში ყველას გიორგი სარდალაშვილმა აჯობა, 66-ში თორნიკე გიგაურმა, 73-ში გიორგი ტერაშვილმა, 81-ში ზაურ დვალაშვილმა, 90-ში ტატო გრიგალაშვილმა, 100-ში ნიკა ხარაზიშვილმა, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა იმარჯვა.

რაც შეეხებათ ფინალისტებს და შესაბამისად, ვერცხლის მედალოსნებს:

ჯაბა პაპინაშვილი - 60 კგ

თემურ ნოზაძე - 66 კგ

გიორგი ჩიხელიძე - 73 კგ

კოტე კაპანაძე - 81 კგ

ლუკა მაისურაძე - 90 კგ

გიორგი ბენდელიანი - 100 კგ

საბა ინანეიშვილი - +100 კგ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090925