ფეხბურთი

21:05 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" "დინამოს" აჯობა და ზედიზედ მეოთხედ მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, გიორგი ფანცულაიას გოლით. წყალტუბოელთა ფორვარდმა ტაიმის ბოლოს დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. „დინამომ“ მეორე ტაიმის სტარტზე ონორე გომისის გოლით შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი გამოდგა.

„სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და 35 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „გარეჯს“ შეხვდება. „დინამო თბილისი“ 46 ქულით მეოთხეა და ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება.

"სამგურალი" - "დინამო თბილისი" 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ფანცულაია (15), 2:0 ფანცულაია (45), 2:1 გომისი (56)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095221