ფეხბურთი

22:24 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გარეჯმა" "დინამო ბათუმი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტური „დინამო ბათუმის“ და „გარეჯის“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 4:1 მოიგეს.

49-ე წუთზე ბათუმელები მათე თურმანიძის გაძევების გამო მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რითაც სტუმრებმა უმალვე უსარგებლეს. ორწუთიან ინტერვალში ნიკოლოზ გალახვარიძემ დუბლი შეასრულა და „გარეჯი“ 2:0 დააწინაურა. 62-ე წუთზე მასპინძლებმა გიორგი კოხრეიძის გოლით ჩამორჩენა შეამცირეს. თუმცა, 7 წუთში დავით სხირტლაძემ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე პენალტით სერგო კუხიანიძემ დააფიქსირა.

„გარეჯმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო და 30 ქულით მერვეე ადგილზეა, მომდევნო ტურში „სამგურალს“ ეთამაშება, ხოლო „დინამო ბათუმი“ 37 ქულით მეხუთეა და „გაგრას“ შეხვდება.

„დინამო ბათუმი“ – „გარეჯი“ 1:4 (0:0)

გოლები: 0:1 გალახვარიძე (51), 0:2 გალახვარიძე (52), 1:2 კოხრეიძე (62), 1:3 სხირტლაძე (69), 1:4 კუხიანიძე (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088232