ფეხბურთი

22:46 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" ზედიზედ მეორედ მოიგო, "ყარაბაღი" პირველად დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტური გრძელდება, სადაც დღის საწყისი ორი მატჩი გაიმართა.

„ბილბაომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „ყარაბაღი“ პირველად დამარცხდა. ლეანდრო ანდრადეს გოლით „სან მამესზე“ აზერბაიჯანის ჩემპიონი პირველივე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მაინც წააგო.

მე-40 წუთზე ანგარიში გურუსუტამ გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში მან დუბლიც შეასრულა, ერთხელ ნავარომაც დაამწუხრა მეტოქემ და ბასკებმა 3:1 გაიმარჯვეს. „ყარაბაღს“ 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ჩელსის“ უმასპინძლებს, ხოლო „ბილბაოს“ აქტივში 3 ქულაა და „ნიუკასლს“ ესტუმრება.

„გალათასარაიმ“ საკუთარ მოედანზე „ბოდო გლიმტი“ 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ იმარჯვა. მატჩის გმირი ვიქტორ ოსიმენი იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში იუნუს აკგუნმაც გაიტანა, რასაც ნორვეგიელებმა პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

„გალათასარაის“ 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „აიაქსს“ ესტუმრება, ხოლო „ბოდო გლიმტის“ აქტივში ორი ქულაა „მონაკოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096144