კალათბურთი

0:02 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისი" ფიბა ევროპის თასზე მეორედ დამარცხდა

ფიბა ევროპის თასის მეორე ტურში საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი“ „პერისტერის“ ესტუმრა, რომელთანაც დიდი სხვაობით, 67:102 დამარცხდა.

მასპინძლებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს.

„ქუთაისს“ ტაირი ბოიკინმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, ხოლო დეტრეკ ბროუნინგს 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.

„ქუთაისი“ ორი წაგებით E ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მესამე ტურში კი 29 ოქტომბერს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

თეგებიქუთაისი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097978