ფეხბურთი

1:34 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკ გუიუმ "ჩელსის" რეკორდი დაამყარა, რომელიც ესტევაომ 33 წუთში გააუმჯობესა

ლონდონის „ჩელსიმ“ „აიაქსი“ 5:1 გაანადგურა, ამ შეხვედრაში კი, 33 წუთის ინტერვალით ერთი რეკორდი ორჯერ გაუმჯობესდა.

მარკ გუიუმ გოლი გაიტანა და ის გახდა 19 წლისა და 291 წლის ასაკში „ჩელსის“ ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ჩემპიონთა ლიგაზე. გუიუმ ტრევორ ჩალობას შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც თავის დროზე 22 წლის ასაკში გაიტანა.

თუმცა, კარ გუიუს რეკორდი ძალაში მხოლოდ 33 წუთის განმავლობაში იყო, რადგან შემდეგ თავი ესტევაომ გამოიჩინა, რომელიც 18 წლისაა და შესაბამისად, ახლა სწორედ ისაა „ჩელსის“ ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ჩემპიონთა ლიგაზე.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში 6 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092351