ფეხბურთი

11:12 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა დიდიე დროგბას გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-17 ადგილზე გადაინაცვლა

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე 45 გოლი გაიტანა და ევროპის მთავარი ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბრიუგესთან“ 4:0 მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი.

32 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა ამ მხრივ ცნობილ კოტ-დ’ივუარელ თავდამსხმელს დიდიე დროგბას (44) გადაასწრო. თუმცა, ინგლისელმა ამ ტურნირზე მხოლოდ 60 თამაში ჩაატარა. „ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა კი 92.

კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის რეკორდი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით (140).

კეინმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე კლუბის 12 მატჩში 20 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებიჰარი კეინი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091367