ფეხბურთი

11:51 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტუდორი: „რეალთან“ მატჩში მეტს ვიმსახურებდით“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში მადრიდის „რეალთან“ დამარცხებაზე (0:1) ისაუბრა.

„ეს მტკივნეული დარტყმაა. ჩვენ შევასრულეთ ის, რაც დავგეგმეთ. ვფიქრობ, გუნდმა ყველაფერი გააკეთა. მადრიდის წინააღმდეგ ძალიან რთულია აქ, „ბერნაბეუზე“ თამაში. ისინი ზეწოლას ახდენენ და ბურთს ჩვეულებრივზე ცოტა ნაკლებად ფლობ. შესაძლოა, ტაქტიკურად ცოტა გაუმჯობესება შეგვეძლო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხებოდა.

შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ მგონია, შეგვეძლო ამ სიტუაციიდან გამოსვლა, შანსი გამოგვეყენებინა და გოლი გაგვეტანა. ეს კარგი გამოცდაა ჩემი გუნდისთვის. შესაძლოა, ეს ყველაზე რთული სტადიონიც კი იყოს, სადაც კი ოდესმე გვითამაშია. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, მაინც შეგვიძლია პოზიტიურად ვიფიქროთ, თუ ჩვენს თამაშს გავაანალიზებთ“, - ციტირებს ტუდორის სიტყვებს უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096867