„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 5:1 გამარჯვებაზე ისაუბრა. გერმანული გუნდის დამარცხებით, წითლებმა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულეს.
„არ ვიცი, შეიძლება თუ არა განცხადებად ჩაითვალოს, მაგრამ ეს გამარჯვებაა და შეგვიძლია მასზე დაყრდნობით გავაგრძელოთ თამაში. ფეხბურთში საკმაოდ დიდი ხანია ვარ. რა თქმა უნდა, ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ იმედგაცრუებულები ვიყავით. არ მახსოვს, მსგავსი რამ დაგვმართნოდა, მაგრამ გუნდურად გავუმკლავდით ამას, ერთად დავრჩით და ვუპასუხეთ ჩვენს კრიტიკოსებს.
დღეს მოვიგეთ - სამი ქულა გვაქვს. ახლა ჩვენ გვჭირდება აღდგენა და შაბათ-კვირისთვის სათანადოდ მომზადება“, - ციტირებს ვან დეიკის უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.









