NBA-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“, რომელმაც სტუმრად „ატლანტა ჰოუქსი“ 138:118 დაამარცხა.
კანადურმა კლუბმა გარდამტეხი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა, რომელიც 17 ქულით მოიგო და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.
სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„ტორონტოში“ საუკეთესო არ ჯეი ბარეტი იყო 25 ქულით, ხოლო „ატლანტას“ ჯალენ ჯონსონმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.
„ტორონტო“ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილუოკი ბაქსისთან“ ჩაატარებს.









