ფეხბურთი

16:45 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილს ტკივილები აღარ აქვს, მაგრამ ნიღბის გარეშე თამაში არ შეუძლია"

„ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა გიორგი გოჩოლეიშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველ მცველს ტკივილი არ აწუხებს, მაგრამ ნიღბის გარეშე დატვირთვა არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მაინც არა გარკვეული ითამაშებს თუ არა, უახლოეს ტურში, რადგან ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს მოედანზე ნიღბით:

„გიორგის ტკივილები აღარ აწუხებს. ახლა ველოდებით, სანამ ნიღაბი მზად არ იქნება, რადგან ნიღბის გარეშე არ შეუძლია დუელებში მონაწილეობის მიღება. თუმცა, თუ ნიღაბი მთლიანად გზღუდავს და ნორმალურად თამაშს შეუძლებელს ხდის, მაშინ აზრი არ აქვს“, - თქვა პოლცინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა სახის ტრავმა ვარჯიშზე ძელზე შეჯახების შედეგად მიიღო.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა, ერთხელ დისკვალიფიკაციის და ერთხელ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. შეძლებს თუ არა, „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლას, ჯერჯერობით, უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169779