ფეხბურთი

18:50 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„უკეთესს ვიმედოვნებთ“ – „ლივერპულის“ მწვრთნელი „აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესვენებაზე ისაკის შეცვლაზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ახსნა თავდამსხმელ ალექსანდერ ისაკის შეცვლა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩის შესვენებაზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ (5:1) გამარჯვების შემდეგ.

„სამწუხაროდ, ისაკმა ვერ მოახერხა გოლის გატანა და ტაიმის ბოლოს მან მოედანი საზარდულის მცირე ტკივილით დატოვა. საწყენია, მაგრამ ეს ბევრჯერ მითქვამს: ძალიან რთულია სწორი ბალანსის პოვნა ფეხბურთელთან, რომელსაც სამი თვეა არ უთამაშია. ხალხი კამათობს - რატომ არ თამაშობს მეტს, რატომ არ რჩება მოედანზე უფრო დიდხანს? და ახლა ის სამ დღეში მეორედ გავიყვანეთ მოედანზე და ისევ მოუწია მოედნის დატოვება. ამიტომ, საუკეთესოს იმედი გვაქვს. თუმცა, ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სწორი რიტმის პოვნა ნამდვილად რთულია“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს Goal.

„ლივერპულს“ შემდეგი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ექნება. მატჩი 4 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159073