ჟორდი მესტრემ, „ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა ვიცე-პრეზიდენტმა (2015–2019) და აკადემიის, ბარსას B გუნდისა და ქალთა გუნდის ხელმძღვანელმა (2010–2014), ისაუბრა არგენტინელი ლიონელ მესის კატალონიური კლუბიდან წასვლაზე.
„მესამე მხარეებისგან დანამდვილებით ვიცი, რომ ლეო მესი და მისი ოჯახი ძალიან გაბრაზებულები არიან ლაპორტაზე. ძალიან გაბრაზებულები. და ის ფაქტი, რომ მათ თქვეს, რომ ყველაფერი შეიძლება ბარბექიუზე მოგვარდეს, უკვე ნათელია, ეს შეუძლებელია.
ვფიქრობ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ლეო მესისთვის, ეს საკმარისი არ იქნება. ის, რაც მან მოგვცა, წარმოუდგენელია. ეკონომიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი ტური ლეოსთან ერთად და მის გარეშე ორი განსხვავებული რეალობა იყო.
დიახ, ის დიდ ხელფასს იღებდა, მაგრამ სრულად იმსახურებდა ამას. მან კლუბს უზარმაზარი მოგება მოუტანა. მსოფლიო ვარსკვლავებს სურდათ „ბარსაში“ თამაში, რადგან მესი იქ თამაშობდა. მე მისთვის ისტორიულ რამეს გავაკეთებდი — რათა მისი სახელი თაობიდან თაობას გადაცემოდა. არ ვიცი, იქნებ სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნას მის პატივსაცემად დამერქვას სახელი“, - ციტირებს მესტრეს სიტყვებს Sport.es.
შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსელონა“ 2021 წელს დატოვა.









