სხვა

22:15 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პედი პიმბლეტი: "ილია თოფურიას სახელი არავის არ ეცოდინებოდა მე რომ არ ვყოფილიყავი"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ინგლისელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მის ამ ინტერვიუს მოკლე ვიდეოს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. პიმბლეტის თქმით, ილიას სახელი არავის არ ეცოდინებოდა, რომ არა ის და მასთან სასტუმროში მომხდარი ინციდენტი.

"ილია თოფურიას არავინ იცნობდა და არც ეცოდინებოდა მე რომ არ ვყოფილიყავი. მან სწორედ ჩემი სახელით გაითქვა თავი. ილია ისეთი ყალბია, როგორც მისი გამომწერების ნახევარი. დადასტურდა, რომ მისი გამომწერების ნახევარი ინსტაგრამზე ბოტები არიან. ის უბრალოდ მაკგრეგორის ასლია და უბრალოდ მეზიზღება.

მინდა გითხრათ, რომ ის არც ესპანელია და არც ქართველი, ილია გერმანელია, გერმანიაში დაიბადა." - განაცხადა პიმბლეტმა.

გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ჩხუბი უკვე ჩანიშნულია და ის UFC324-ზე 10 იანვარს გაიმართება. ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ამ ფაქტს ადასტურებს ესპანელი ჟურნალისტი ალვარო კოლმერენო, რომლის ინფორმაციებიც დიდ წილად ყოველთვის მართლდება ხოლმე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094643