სხვა

11:43 | 24.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

უმარ ნურმაგომედოვი: "ჩემპიონი მე რომ ვყოფილიყავი, მსაჯები მესამე რაუნდს მომცემდნენ"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილთან განცდილი მარცხის შემდეგ ოქტაგონში ბრუნდება, რუსი მებრძოლი მომდევნო ბრძოლას შაბათს გამართავს. აქედან გამომდინარე უმარი ბოლო პერიოდში მედიასთან აქტიურობ, ის ამჯერად დენეილ კორმიეს YouTube არხზე იყო სტუმრად, სადაც კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ქართველ "მანქანაზე".

"ვფიქრობ და მგონია, რომ მერაბთან ბრძოლა არ წამიგია. ბოლო ორ რაუნდში მას მეტი კონტროლი და უპირატესობა ჰქონდა და გასაგებია, რომ ეს რაუნდები მსაჯებმა მას მისცეს, თუმცა აი მესამე რაუნდში დარწმუნებული ვარ მე გავიმარჯვე. ჩემპიონის რანგში, მე რომ მეჩხუბა მსაჯები მე მომცემდნენ და არა მას. როდესაც ბრძოლა დასრულდა და გასახდელში შევედი ყველას ისეთი სახე ჰქონდათ, რომ თითქოს ვინმე მოკლეს. მე ისინი დავამშვიდე და ვუთხარი, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ შაბათ საღამოს." - განაცხადა უმარმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი 19 იანვარს მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებიტ დაიცვა.

უმარ ნურმაგომედოვის მომდევნო მეტოქე მარიო ბაუტისტა იქნება, მათი ბრძოლა შაბათს, 25 ოქტომბერს UFC321-ზე გაიმართება.

0.090491