ფეხბურთი

20:00 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "შესაძლოა კარიერის ბოლო სეზონს ვატარებ"

დღეს, კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურში "ბრატისლავის სლოვანი" სტუმრად "ალკმაარს" დაუპირისპირდება. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშია ადგილობრივ მედიას Ziggo Sport-ს ესაუბრა, სადაც კომენტარი მის სამომავლო გეგმებზეც გააკეთა. კაშიას თქმით, შესაძლოა ეს მისი კარიერის ბოლო სეზონი იყოს.

"ზურგი ძალიან მტკივა, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ ჩემს სხეულს ასაკი ემატება, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ენერგია კიდევ მაქვს დარჩენილი და იმედი მაქვს "სლოვანთან" ერთად მეხუთე ჩემპიონობას ვიზეიმებ და შემდეგ კარიერას დავასრულებ. შესაძლოა, რომ ეს ჩემთვის კარიერის ბოლო სეზონი იყოს.

ფეხბურთში ერთი სეზონით მოხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ "ვიტესს" დავჭირდება და დამირეკავენ, სხვა შემთხვევაში კარიერის დასრულება გადაწყვეტილი მაქვს. "ვიტესი" ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს ფეხბურთელის რანგში კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა აქ თამაშის, თუმცა თუ ეს არ მოხდება, მზად ვარ ამ კლუბის სტადიონის ბალახის მომვლელადაც ვიმუშავო." - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის გურამ კაშია "ვიტესის" ღირსებას 2010-1018 წლების სეზონში იცავდა, მან არმენელტა მაისურით 250 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბს იტორიაში პირველად ქვეყნის თასის მოგებაში დაეხმარა.

"ალკმაარისა" და "სლოვანის" მატჩი დღეს, 20:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092022