სხვა

21:00 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ქუთათელაძემ ვიქტორ ჰიუგო პირველსავე რაუნდში დაანოკაუტა

ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ორგანიზაცია ACA-ში პირველი ბრძოლა გამართა, სადაც ბრაზილიელ ვიქტორ ჰიუგო პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ქართველმა მებრძოლმა ბრძოლა აქტიურ ტემპში დაიწყო და პირველი რაუნდის შუაში მეტოქეს მძიმე დარტყმა მიაყენა, შემდეგ მიწაზე გადაიყვანა, საიდანაც მისი დაფინიშების შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და MMA-ს კარიერაში მე-15 გამარჯვება ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძემ UFC-ის დატოვების შემდეგ პირველი ბრძოლა გამართა. ქართველმა UFC მას შემდეგ დატოვა, რაც კაუე ფერნანდესთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096108