UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა TNT Sports-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის საინტერესო საკითხზე კომენტარი გააკეთა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, დღეს ის შეხვედრაზე იყო, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა, სასაუბრო თემა კი UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარება იყო.
"დღეს, დაახლოებით შუადღით შეხვედრაზე ვიყავი, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ესწრებოდა. მან ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მათი სურვილი და მიზანია UFC-ის ღონისძიების საქართველოში გამართვა, რადგან უნდათ, რომ მერაბმა სამშობლოში იჩხუბოს" - განაცხადა დენა უაითმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი მიმდინარე წელს საჩემპიონო ქამარს მეოთხედ დაიცავს, ქართველი "მანქანა" მომდევნო ორთაბრძოლას 6 დეკემბერს გამართავს და მისი მეტოქე პიოტრ იანი იქნება.









