კალათბურთი

1:04 | 24.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ევროლიგაში

ევროლიგის მეექვსე ტურში „ბარსელონამ“ კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლა, რომელთანაც 73:88 დამარცხდა.

ლიეტუველებმა პირველივე პერიოდში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვია.

თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 3 მოგებით და 3 წაგებით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 ოქტომბერს, „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169807