თამაშგარე

13:07 | 24.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკან შუქური ამერიკაში ბავშვებს ავარჯიშებს

ჰაკან შუქური იყო და რჩება თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად, რომელიც პოლიტიური კუთვნილების გამო დღემდე ვერ ბრუნდება სამშობლოში და რომც დაბრუნდეს, იქ აღარაფერი დახვდება, რადგან უკვე მთელი მისი ქონება სახელმწიფოს მიერაა კონფისკირებული. 2016 წლიდან მას თურქეთის სასამართლო ეძებს და ბრალად ედება ხელისუფლების შეურაცხყოფა.

ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ჰაკანი როგორც იქნა მისთვის გასახარი საქმითაა დაკავებული და უკვე წელიწადნახევარია მართავს საფეხბურთო სკოლას, სადაც 10–13 და 13–17 წლამდე ასაკის ბიჭები ვარჯიშობენ. ამერიკაში უცებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვებს ლეგენდარული ჰაკან შუქური ავარჯიშებდა და არაერთმა მშობელმა მიუყვანა ბავშვი, რაც ერთ დროს დიად ბომბარდირს შემოსავლის წყაროს აძლევს.

ადრე არცთუ კარგად მიდიოდა ჰაკან შუქურის ამერიკული ცხოვრება. ჯერ იყო კალიფორნიაში გახსნა კაფე, მაგრამ ვერ ამუშავა და მოუწია დახურვა გარკვეული პრობლემების გამო. შემდეგ „უბერის“ ტაქსის მძღოლად და წიგნების გამყიდველად მუშაობდა, რაშიც ასევე ვერ ივარგა. ბავშვების ვარჯიში კი როგორც ჩანს ამ კაცის ცხოვრებისეული მოწოდებაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165655