„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „ლეჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საბა გოგლიჩიძეზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც მან თქვა, ქართველი მცველი ფორმაში ახლა შედის და აქამდე საუკეთესო ფორმაში არ იყო:
„კაბასელემ პირველად ითამაშა 90 წუთი „კრემონეზესთან“, თანაც კარგი მატჩი ჩაატარა. გოგლიჩიძე და ძანოლიც სეზონში პირველ შეხვედრებს ატარებენ და ფორმაში შედიან, ისინი ჯერ არ არის ტოპკონდიციებში“, - თქვა უდინელთა თავკაცმა.
საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეუერთდა და დღემდე 5 მატჩი ჩაატარა, ოთხი სერია A-ში და ერთიც იტალიის თასზე. ბოლო ორ შეხვედრაში ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო.






