გამოცდილი ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი ათენის „პანათინაიკოსის“ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბერძნულმა გუნდმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო, რის გამოც მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
ბენიტესი ბოლოს 2024 წელს ვიგოს „სელტაში“ მუშაობდა, მანამდე კი, არაერთგან უმუშავია, მათ შორის, „ოსასუნაში“, „ტენერიფეში“, „ვალენსიაში“, „ლივერპულში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ნაპოლიში“, „რეალში“, „ნიუკასლში“, „დალიანსა“ და „ევერტონში“.
„პანათინაიკოსი“ საბერძნეთის ჩემპიონატში 9 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ევროპა ლიგის სამ ტურში სამი ქულა მოიპოვა.









