„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ბრენტფორდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ალისონის გამოჯანმრთელებას ცოტა მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ალექსანდერ ისაკს, რაიან გრავენბერხსა და ჟერემი ფრიმპონგს:
„ფრიმპონგი კარგ მდგომარეობაში არ არის. ის მომავალ მატჩში ნამდვილად ვერ ითამაშებს, ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და გარკვეული დრო დასჭირდება. გრავენბერხის მდგომარეობა უკეთესია და ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს. ალისონი „ბრენტფორდთან“ ვერ ითამაშებს, მის დაბრუნებას ცოტა მეტი დრო დასჭირდება“, - აღნიშნა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ალისონის არყოფნაში „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს. როგორც სლოტის კომენტარიდან ჩანს, ბრაზილიელი მეკარის დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.






