სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:35 | 24.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ელ კლასიკოში შესაძლოა ჟულ კუნდე ვერ დაეხმაროს

„ბარსელონას“ ელ კლასიკოს წინ საკადრო პრობლემები აქვს. როგორც Sport-ი იტყობინება, ჟულ კუნდეს თამაში საეჭვოა.

დიდი შანსია, რომ ფრანგი მცველი ორ დღეში გასამართ მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე ვერ გავიდეს.

გარდა ამისა, გამორიცხულია რაფინიას თამაში, რომელიც ბოლოს მოედანზე ერთი თვის წინ, 25 სექტემბერს, „ოვიედოსთან“ შეხვედრაში იყო. სამაგიეროდ, ჰანსი ფლიკისთვის კარგი ამბავია ის, რომ ფრენკი დე იონგს, ფერან ტორესს და ანდრეას კრისტენსენს თამაში შეუძლიათ.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ რობერტ ლევანდოვსკიც ტრავმირებული ჰყავს. დანაკლისის გარეშე არც მადრიდის „რეალია“, რომელსაც დაცვის ხაზში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

0.096336