საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ისლანდიასთან საკუთარ მოედანზე 1:5 წააგო.
სტუმრები მასპინძლებზე უკეთ თამაშობდნენ და გამარჯვება ადვილად მოიპოვეს. დუბლი შეასრულა ალექსანდერ გუდიონსენმა, ხოლო თითო გოლი ალექსანდერ პალმასონმა, პორი ინგოლფსონმა და ბიარი გარდარსონმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი საბა ავდოევია, რომელმაც 38-ე წუთზე ანგარიში 1:2 გახადა. თუმცა, სანდრო კობახიძის გუნდმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგ ვერ გაუწია.
27 ოქტომბერს, ისლანდია საბერძნეთს შეხვდება, ხოლო პირველი ჯგუფური ეტაპი 30 ოქტომბერს დასრულდება, როდესაც საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს.
ჯგუფში სამი გუნდია და ორი საუკეთესო საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.
საქართველო - ისლანდია 1:5 (1:3)
თბილისი, „მიხეილ მესხი 2“
საქართველო: ჭელიძე, შარიქაძე (კილაძე 75), ცქვიტაია, გოგიჩაიშვილი (ფოცხვერია 69), ფილაური (კვარაცხელია 46), შარვაშიძე, ბართიშვილი (სვანიძე 75), ავდოევი, კუნჭულია (გორგაძე 58), გეთიაშვილი, მიქაუტაძე
გოლები: 0:1 გუდიონსენი (4), 0:2 პალმასონი (30), 1:2 ავდოევი (38), 1:3 ინგოლფსონი (44), 1:4 გარდარსონი (71), 1:5 გუდიონსენი (79)






