ფეხბურთი

21:53 | 24.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ელ კლასიკოს წინ ტრავმირებული ფეხბურთელები გამოუჯანმრთელდნენ

მადრიდის „რეალის“ ბანაკში ელ კლასიკოს წინ კარგი სიახლეებია. „სამეფო კლუბს“ ოთხი ფეხბურთელი დაუბრუნდა.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, დანი კარვახალი და დინ ჰუისენი გამოჯანმრთელდნენ, ხოლო რაულ ასენსიოს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და თამაში შეუძლია.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად იქნებიან 90 წუთისთვის მზად ალექსანდერ-არნოლდი და კარვახალი.

„რეალის“ ლაზარეთში მხოლოდ ორი ფეხბურთელი რჩება - დავიდ ალაბა და ანტონიო რიუდიგერი.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 ოქტომბერს, 19:15 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086493