ფეხბურთი

1:10 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემის" მე-7 წაგება პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტური „ლიდს იუნაიტედისა“ და „ვესტ ჰემის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

იორკშირელებმა საწყის 15 წუთში ბენდენ აარონსონისა და ჯო როდონის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც „ჩაქუჩებმა“ მხოლოდ მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

„ლიდსი“ 11 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბრაიტონს“ ესტუმრება, ხოლო „ვესტ ჰემს“ საშინელი სეზონი აქვს, მეშვიდე მატჩი წააგო, 4 ქულით მე-19 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „ნიუკასლს“ უნდა უმასპინძლოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.09217